პროექტის პრეზენტაცია გავაკეთე და ავტვირთე ბლოგზე. ტრენინგი ძალიან მომეწონა და საინტერესო იყო.
воскресенье, 19 июня 2016 г.
суббота, 18 июня 2016 г.
ტრენინგის მე-8 დღე
შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების კითხვარი და კიდევ ერთხელ გავამახვილეთ ყურადღება დიფერენცირებულ სწავლებაზე. ვისაუბრეთ სასაწავლო პროცედურებზე და გავწერეთ გეგმაში, ასევე საუბარი გვქონდა რა სასწავლო რესურსები დაგვჭირდება პროექტის განხორციელებისას.
воскресенье, 5 июня 2016 г.
ტრენინგის მეშვიდე დღე
დღეს ვისაუბრეთ პროექტის პორტფოლიოს შეფასების რუბრიკებზე. გეგმაში გავწერეთ, თუ როგორ გავითვალისწინებ მოსწავლეთა ინდივიდუალურ შესაძლებლობებს და შევავსეთ დიფერენცირებული სწავლება. ასევე, შევქმენით საავტორო უფლებების ფაილი. დეტალურად გავარჩიეთ სასწავლო პროცედურები.
суббота, 4 июня 2016 г.
ტრენინგის მეექვსე დღე.
განვიხილეთ მოდული 4. მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვა და შექმნა.
შევქმენით მოსწავლის ნიმუში და მოვათავსეთ ჩვენს პორტფოლიოში. ამის შემდეგ შევიმუშავეთ ნაშრომის შეფასების რუბრიკა. ყურადღება გავამახვილეთ თითოეულ პუნქტზე.
воскресенье, 29 мая 2016 г.
ტრენინგის მეხუთე დღე
ტრენინგის მეხუთე დღეს გავეცანით უკუკავშირის საჩვენებელ ფორმას. ჩვენს მიერ შექმნილი პრეზენტაცია ავტვირთეთ დრაივზე და ბლოგზე. ვისაუბრეთ და დავათვალიერეთ მოსწავლის სავარაუდო ნიმუშები. ჩამოვაყალიბეთ ჩვენი პროექტისათვის მოსწავლის სავარაუდო ნიმუშები.
суббота, 28 мая 2016 г.
ტრენინგის მეოთხე დღე
განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, ჩამოვაყალიბეთ ჩვენი პროექტისათვის და გავუზიარეთ კოლეგებს. განვიხილეთ თუ როგორ შეიძლება დაიწეროს დროში გაწერილი შეფასების გეგმა და გეგმაში შევავსეთ შეფასების მოკლე მონახაზი. განვიხილეთ პროექტების პრეზენტაციები და დავიწყეთ მუშაობა ჩვენი პროექტის პრეზენტაციაზე.
воскресенье, 15 мая 2016 г.
ტრენინგის მესამე დღე
ტრენინგის მესამე დღეს დავასრულეთ მუშაობა საინფორმაციო ბუკლეტზე, ვისაუბრეთ მიზნებზე და მოსალოდნელ შედეგებზე. გავარჩიეთ საგნობრივი სტანდარტები და ინდიკატორები.
суббота, 14 мая 2016 г.
ტრენინგის მეორე დღე
ტრენინგზე ვისაუბრეთ, თუ რა დანიშნულება აქვს პუბლიკაციებს პროექტის განხორციელებაში. ავირჩიეთ სასურველი თემები და დავიწყეთ პროექტის გეგმის შაბლონის შევსება. ასევე, დავიწყეთ მუშაობა პუბლიკაციაზე.
Подписаться на:
Сообщения (Atom)